ანრი ოხანაშვილი – განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას

წარმატებას ვუსურვებ რატი ბრეგაძეს შემდგომ საქმიანობაში – განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერმა, ირაკლი მ იუსტიციის მინისტრად წარადგინა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებული პატივია ემსახუროს საზოგადოებას და სახელმწიფოს.
„მადლობა ს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს ჩვენი გუნდის წევრს გაწეული შრომისთვის, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი, დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში