რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 6 ადამიანი

რუსებმა დღეს დილით ხარკოვს დაარტყეს, რამაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
„ხარკოვში აფეთქება მოხდა. ფრთხილად იყავით! დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარია“, – წერს მერი „ტელეგრამ“ არხზე.