რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 13 ადამიანი

რუსებმა დღეს დილით ხარკოვს დაარტყეს, რამაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„ხარკოვში აფეთქება მოხდა. ფრთხილად იყავით! დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარია“, – წერს მერი „ტელეგრამ“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს