პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული ს შედეგების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
თავის მხრივ, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.
მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული.
ასევე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს