აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.
პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც -ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული.
ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ მათი მიზანი, უმრავლესობის წევრებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე წუხელ კარვებიც გაშალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)