ბაიდენის ვაჟს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო ახალი ბრალდებები წარუდგინეს

Reuters-ის ცნობით, -ის პრეზიდენტის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს იუსტიციის დეპარტამენტმა ახალი სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა – მას გადასახადებისგან თავის არიდებასა (დაახლოებით 1.4 დოლარის გადაუხდელობა) და ყალბი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას ედავებიან.
როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, 53 წლის ჰანტერ ბაიდენმა 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ განზრახ არ გადაიხადა 2016, 2017, 2018 და 2019 წლების გადასახადები დროულად (იმის მიუხედავად, რომ ამ გადასახადების გადასახდელად თანხები ჰქონდა).
პროკურორების მტკიცებით, მან ფული გადასახადების გადახდის გარდა, დახარჯა ყველაფერზე – ნარკოტიკებზე, ძვირადღირებულ სასტუმროებში, მანქანებზე, ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაიდენის ვაჟს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღნიშნულზე თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, თუ როდის გამოცხადდება ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ