არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ვიკინგების მონეტამ შესაძლოა ამერიკის ისტორია გადაწეროს

აშშ-ს შტატ მეინის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ვიკინგების მონეტამ, რომელსაც სპეციალისტები უმნიშვნელოვანეს არტეფაქტად თვლიან, შესაძლოა ამერიკის ისტორია გადაწეროს, – წერს DailyMail-ი.

ნორვეგიული მონეტა 1957 წელსაა ნაპოვნი, თუმცა მისი შესწავლა დღემდე გრძელდება და ექსპერტების აზრით, მას შეუძლია სიღრმისეულად შეცვალოს ევროპული კვალის ქრონოლოგია ჩრდილოეთ ამერიკაში.

ცნობილი მონეტა შეიძლება გახდეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიკინგებმა ამჟამინდელ -ს აღმოსავლეთ სანაპიროს ბევრი საუკუნით ადრე მიაღწიეს, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული.

მეინის შტატის მუზეუმში მიიჩნევენ, რომ ეს მონეტა არის მტკიცებულება იმისა, რომ ევროპელები ჩრდილოეთ ამერიკაში 500 წლით ადრე მოხვდნენ, ვიდრე ქრისტეფორე კოლუმბი (1492 წელი).

ვიკინგების მონეტა რჩება მომხიბვლელ სამეცნიერო საიდუმლოდ, რომელიც უბიძგებს მეცნიერებს მოიპოვონ მეტი ინფორმაცია ჩრდილოეთ ამერიკის წარსულის შესახებ.
წტარო: იმედინიუსი