ნიკა მელია პოლიციელებს – მანქანებში ის საშუალებებია, რომელიც საჭიროა ღამისთევისთვის: ზოგში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავი – რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? პარლამენტში შეიჭრება მანქანა?

მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის – ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ღამისთევისთვის საჭირო საშუალებების შეტანის შემდეგ ავტომობილები რუსთაველის გამზირს დატოვებენ.
“რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. დეკლარირებულია, რომ ღამეს ვათენებთ. ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია. ჩაიხედეთ და ნახეთ, რაც არის. მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის, ამიტომ გაუგებარია გადაწყვეტილება. რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? შემოსატანია რაღაცები და გავლენ ისევ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია