“შეციებული სპეცრაზმი” – დაპირისპირება რუსთაველზე

დაპირისპირებაა რუსთაველზე – ამ წუთებში, პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტოკოლონით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. -ს მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ ფეხით უნდა გადაადგილდნენ.
“ავტოკოლონაზე თანხმობა იყო როცა გზა იყო გახსნილი და მოძრაობა იყო. ახლა დაიკეტა, უამრავი ადამიანი დგას, პოლიციელი, აქციის მონაწილე, როგორ უნდა გავხსნათ გზა, როგორ ვამოძრაოთ მანქანები”, – ამბობს გოგა მემანიშვილი.
ოპოზიციონერი ლიდერები ეუბნებიან, რომ თანხმობა ჰქონდათ ამ მსვლელობაზე, ასევე, ჰკითხეს, როცა ქართული ოცნების როგორ გადაადგილდებოდნენ ავტო და მოტოკოლონები, თუმცა, პასუხი არ გაუციათ.
კითხვას, რატომ მიიყვანეს რუსთაველზე ამდენი ნიღბიანი პირი, ვაჟა სირაძემ უპასუხა, რომ ცივათ და იმიტომ უკეთიათ ნიღბები.
ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “მერანთანაა” შეჩერებული

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)