ოთარ ზურაბიშვილი – არალეგიტიმური არჩევნების შედეგად მივიღეთ არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა -ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე, ეს მთავრობა მორჩება

არალეგიტიმური ს შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ. ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე. ეს მთავრობა მორჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ს ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია დაიწყება.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
“არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ. ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები, სხვა არაფერი. ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე. ეს მთავრობა მორჩება. მთავარია, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ, ეს არის ჩვენი გზა”, – აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.