პარლამენტთან კარვებს შლიან

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.
კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის ს შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მალე პოლიტიკური ლიდერებიც შეიკრიბებიან და სიტყვით გამოსვლები დაიწყება.ვაშაძის თქმით, პროტესტის ადგილას იქნება ყველა ის საშუალებაც, რათა მომიტინგეებს ღამის გათენება არ გაუჭირდეთ.
„მხოლოდ წინ, წინ და წინ! ნელ-ნელა პოლიტიკური ლიდერებიც შეიკრიბებიან, გამოსვლები დაიწყება და იმ ორგანიზაციულ ჭრილში გადავალთ, რომელიც ჩვენ გვახასიათებს. ასე, რომ დაელოდეთ – კარვები იშლება. გვექნება ჩაი, ყავა, საკვები იმისთვის, რომ ღამე დარჩენა არ გაგვიჭირდეს. დანარჩენს უახლოეს მომავალში გაცნობებთ. ყველამ გადმოვინაცვლოთ და ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ საორგანიზაციო საკითხებში. მადლობა, ძალა ერთობაშია, გავიმარჯვებთ!“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.
ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.
საბოლოოდ, რამდენიმე მანქანამ, რომელიც წყლით, საკვებითა და ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით იყო დატვირთული, პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.