“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს

“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსი გამართეს და ჩემოდნები ძირს დაყარეს. სამგზავრო ჩემოდანი აქციის სიმბოლოა, რომელიც ქვეყნიდან სიღარიბეს გაქცეული ემიგრანტი ქალების ცხოვრებას გამოხატავს.
აქციის მონაწილეები ოლიგარქიულ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქვეყნის და ოჯახების დატოვება ქალებს აღარ უნდა უწევდეთ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “წადი, წადი”, “ჩვენ ვრჩებით”.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მარში თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. ივანიშვილის სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზე საპოლიციო ძალები დახვდათ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას

ნანუკა ჟორჟოლიანი: რანაირად არ უნდა დაელოდო ჩუმად და დიდი ინტერესით კობახიძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და მანამდე როგორ უნდა მოახერხო ჩაქოლო ის, ვინც მათთან “ომს” აანონსებს