„ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…