ნინო დოლიძე – ქალები აპროტესტებენ იმას, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი – ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს,- ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ქალების მარშზე“ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ.
„შემოვუერთდი ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ხმა ისმოდეს იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ჯგუფი არიან სწორედ ქალები. მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ამას საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც იბრძოდნენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ცდილობდნენ ამომრჩეველთა გააქტიურებას, მათ შორის ქალი ამომრჩევლის. ახლა აპროტესტებენ იმას, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები ამ მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს“,- განაცხადა დოლიძემ.
მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს, დილის 09:00 საათზეც არის დაანონსებული.
„ხვალ, დილით პოლიტიკური პარტიების აქციაც არის. ამიტომ, სხვადასხვა ადამიანები ალბათ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ, რომელ აქციას შემოერთდება. სხვადასხვა ჯგუფები აორგანიზებენ, ზოგჯერ არის სამოქალაქო საზოგადოება, ზოგჯერ პოლიტიკური პარტიები“,- განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას