თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს – პროტესტის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
კავშირი “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ისინი წაიკითხავენ მანიფესტს და მოუწოდებენ, წავიდეს.
“თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ გვექნება სიტყვით გამოსვლები. მანქანა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვით გამოსვლები მარშის პარალელურად იყოს. უკვე ოლიგარქის სასახლესთან (ვნახოთ, სადამდე მიგვიშვებს პოლიცია) იქნება პერფორმანსი, წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს და ოლიგარქს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წავიდეს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?