“გაფართოებაზე უარი ვთქვით, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, არ ვიცით რა გველოდება” – “ფაფრის ველი”

მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შალვა ქურდაძე ფიქრობს, რომ არაევროპული ორიენტაციის მქონე ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება დასავლელი მომხმარებლის განწყობაზე აისახება და ეს პროცესი ყველა ექსპორტირებული პროდუქციის გაყიდვაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
„საქმიან დილასთან“ საუბრისას ქურდაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ ქვეყანაში არსებული გაურკვეველი ფონის გამო, გაფართოებაზე უარი წელს პირველად თქვა.
“ჩვენ პრინციპული უარი ვთქვით ს ბაზარზე და ამჟამად წარმოდგენილი ვართ მსოფლიოს 22 ქვეყანაში. მოთხოვნილება, რასაც თავისუფალი სამყაროს ბაზარი ღვინოს უყენებს, არის მისი მაღალი ხარისხი, თუ ხარისხი არ არის, ცხადია ამ ბაზრებზე შესვლა ჭირს. რუსეთში მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ხარისხის ღვინო იყიდება, ამიტომ ალბათ 68%-იანი გაყიდვების ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ”, – განაცხადა შალვა ქურდაძემ და დასძინა, რომ ხარისხზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც სახელმწიფომაც მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს დასავლეთის ბაზარზე.
“ჩვენ დაახლოებით 15 წელი დაგვჭირდა ამ გზის გასავლელად, რა თქმა უნდა, გზა არ იყო ადვილი, ჩვენ რასაც ვაწარმოებთ სრულად შეგვეძლო რუსეთში გაგვეყიდა და ალბათ არც გვეყოფოდა რაოდენობა, მაგრამ ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ. თუმცა ის სიტუაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში, არ მგონია კარგი იყოს ჩვენისთანა მცირე მეწარმეებისთვის. რბილად რომ ვთქვათ, ევროპისკენ სვლა შეფერხებულია, ევროპაში ასე მიიჩნევენ და ამ ფონზე, რაც არ უნდა მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ და ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ ჩამოყალიბდა ქვეყნის იმიჯი, როგორც არაევროპული ორიენტაციის მქონე, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას იქონიებს მომხმარებლის განწყობაზე ქართული ღვინის მიმართ.
უამრავი მაგალითი ვიცით, როდესაც მიუხედავად ხალხის მიმართ სიმპათიისა, კითხვის ქვეშ დგება თუნდაც ს ლეგიტიმაციის, შეუძლებელია ამან უკუგავლენა არ მოახდინოს დასავლელი მომხმარებლის განწყობაზე ნებისმიერი პროდუქტის მიმართ. სიმართლე გითხრათ, პესიმისტურად ვუყურებთ მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები.
ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს პირველი წელი იყო, როდესაც გაფართოებაზე უარი ვთქვით, არც ვენახის შეძენაზე გვიფიქრია და არც რაოდენობის გაზრდაზე იმიტომ რომ, არ ვიცით, წინ რა გველოდება. გაურკვევლობაში ვართ, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებს.“ – განაცხადა შალვა ქურდაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი ჯამურად 9%-ით – 237 მლნ დოლარამდე გაიზარდა და მისი 68% რუსეთზე მოდის. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კლების ნაცვლად რუსეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდა 2021 წლიდან დაიწყო და შარშან 65%-ს აღწევდა.
მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი დღეისათვის ასე გამოიყურება:
რუსეთი – 161 მლნ დოლარი;
პოლონეთი – 13 მლნ დოლარი;
– 10 მლნ დოლარი;
ყაზახეთი – 8.6 მლნ დოლარი;
ჩინეთი – 7.5 მლნ დოლარი;
– 6.4 მლნ დოლარი;
ბელარუსი – 6.1 მლნ დოლარი;
გერმანია – 5 მლნ დოლარი;
ლატვია – 3.2 მლნ დოლარი;
ლიეტუვა – 1.9 მლნ დოლარი;
2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი, პოლონეთში კი ზრდა 11%-ით. მათგან განსხვავებით ექსპორტი შარშანდელთან შედარებით შემცირებულია უკრაინასა და ჩინეთში.