თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოსთან ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.
მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
როგორც “ძლიერი საქართველოს” წევრმა, მედია მეტრეველმა მარშის დაწყებამდე განაცხადა, მსვლელობის დასასრულს, ისინი შემაჯამებელ განცხადებებს გააკეთებენ.
“მსვლელობა იქნება მშვიდობიანი და ამავდროულად, ხმაურიანი. სამგზავრო ჩანთებით ჩვენ მშვიდობიან მარშს ჩავატარებთ ქალაქის ქუჩებში ამაღლების ქუჩის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით. ამის შემდეგ უკვე იქ სიმბოლური პერფორმანსის ფონზე, აქციის დასასრულისკენ საბოლოო, შემაჯამებელ განცხადებებს გავაკეთებთ”, – განაცხადა მედეა მეტრეველმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას

ნანუკა ჟორჟოლიანი: რანაირად არ უნდა დაელოდო ჩუმად და დიდი ინტერესით კობახიძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და მანამდე როგორ უნდა მოახერხო ჩაქოლო ის, ვინც მათთან “ომს” აანონსებს