აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს სურთ, რომ „გუგლმა“ „ქრომი“ გაყიდოს

აშშ-სიუსტიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფოთა ჯგუფის მოთხოვნა, რომელიც 23-გვერდიან დოკუმენტშია ასახული, ტექნოლოგიურ კონცერნისთვის უზარმაზარი ჯარიმების დაკისრებას ItVALISWINEBS. ის მიზნად ისახავს არამარტო საძიებო სისტემებზე „გუგლის“ მონოპოლიის დასრულებას, არამედ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მის მზარდ ამბიციებსაც ამუხრუჭებს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ბრაუზერ „გუგლ ქრომის“ ღირებულებამ შეიძლება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი (19,01 მილიარდი ევრო) შეადგინოს, თუ ამერიკული სასამართლო ამ ციფრული ინსტრუმენტის გაყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს.
აშშ-ს ანტიმონოპოლიური ორგანოები ხელოვნური ინტელექტის მონაცემების ლიცენზირების შემოღებას ითხოვენ, რაზედაც ციფრული გიგანტი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მომხმარებლებს დააზარალებს.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერის გაყიდვის გარდა, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, კომპანიას აუკრძალოს ძვირადღირებული გარიგების დადება სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ისეთ მწარმოებლებთან, როგორებიც არიან „აიფონი“, „ანდროიდი“ და სხვები, რათა „გუგლის“ საძიებო სისტემა აღარ იყოს სავალდებულო, იძულებითი არჩევანი.
ამ კვირაში შეტანილ სარჩელში ანტიმონოპოლიური სამსახური ამტკიცებდა, რომ „გუგლისგან“ „ქრომის“ გამოცალკევება „არალეგალური მონოპოლიის ხელახლა გაჩენის თავიდან აცილებას“ შეუწყობს ხელს.
„გუგლის“ ქცევის გამო, თამაშის წესები სამართლიანი არ არის, რაც უკანონოდ მიღებული უპირატესობიდან ასევე უკანონოდ მიღებულ მოგებაში გამოიხატება“, – წერენ აშშ-ს ფედერალური მთავრობის იურისტები.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს და „გუგლს“ უპირატესობები ჩამოერთვას“, – აღნიშნავენ ისინი.
შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს „გუგლის“ საქმიანობის მკაცრ რეგულირებას ათი წლის განმავლობაში და იმავე ფედერალური სასამართლოს ზედამხედველობის დაქვემდებარებას ვაშინგტონში, რომელმაც დაადგინა, რომ კომპანია ონლაინ ძიებასა და მასთან დაკავშირებულ რეკლამაზე უკანონო მონოპოლიას ინარჩუნებს.
„გუგლის უკანონო ქცევამ კონკურენტებს წაართვა არა მხოლოდ გაყიდვების ყველაზე მნიშვნელოვანი არხები, არამედ გაყიდვების პარტნიორებიც, რომლებიც კონკურენტებს ამ ბაზრებზე ინოვაციური გზებით შესვლის საშუალებას მისცემდნენ“, – აცხადებენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში.
„გუგლის“ მფლობელი Alphabet Inc. დეკემბერში სასამართლოში საპასუხო სარჩელს წარადგენს.
მოსამართლე მეჰტამ შემდეგი სასამართლო სხდომა 2025 წლის აპრილში დანიშნა. თუმცა, შესაძლოა, საქმეში ახალი პრეზიდენტი, და იუსტიციის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელები ჩაერივნენ და მისი მიმდინარეობა შეცვალონ.
წყარ: 1 არხი