“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… კონსტიტუციის დარღევაა” – პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე

პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომელიც დღეს და ხვალ დაგეგმილ აქციებს უკავშირდება.
პრეზიდენტი განცხადების შინაარს მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევად აფასებს.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები