რუსების 53% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობა – კვლევა

რუსული ორგანიზაციის, Russian Field-ის კვლევის მიხედვით, ნოემბერში გამოკითხული რუსების 53% სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ომის გაგრძელებას რესპონდენტების 36% უჭერს მხარს, რაც 2022 წლის მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის.
სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქალებს (59%), ახალგაზრდებსა (68%) და დაბალშემოსავლიან რუსებს შორის (59%).
სამშვიდობო ხელშეკრულების “ხვალ” გაფორმებას მხარს 79% უჭერს მხარს, 60% კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას წინაპირობების გარეშეც ეთანხმებიან.
რუსეთში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია 2023 წლის თებერვლიდან შეიმჩნევა.