ოპოზიციის აქციას მძღოლები პიპინ-პიპინით შეეგებებიან და ღამეს გაათენებენ

ოპოზიციის აქციას მძღოლები პიპინ-პიპინით შეეგებებიან და ღამეს გაათენებენ. ეს ყველაფერი 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე იქნება.
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე.
“24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდეგ მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, დავრჩეთ ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, შემდეგ მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით, რათა ამ მანქანების მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი “- თქვა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ