„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს
დღეს 20 წელი შესრულდა ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან და რამდენი ასეთი მკვლელობა ვნახეთ ჩვენ ნაცმოძრაობის პერიოდში, რამდენი ბიზნესის რეკეტი, რამდენი ძალადობა და მათ შორის დამარცხებული და შეშინებული მთავარსარდალი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ომში გაიმარჯვა, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, საქართველოში გაჩნდა თაობა, რომელსაც არ უნახავს, არ ახსოვს წინა ხელისუფლების პერიოდი, თუმცა არსებობს ისტორია. მისივე თქმით, ისტორია შედეგებით ფასდება და ამ თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით შეუძლებელი შეძლო.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, ბუნებრივია პარლამენტის მუშაობას ეს ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. პარლამენტი ცნობს პრლამენტის 150 წევრის უფლებამოსილებას, რაც ნიშნავს იმას, სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, ეს სამართლებრივად არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. ასევე გვახსოვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები წინა მოწვევის პარლამენტში მაინც და მაინც მუშაობით თავს არ იკლავდნენ. ვერავინ მეტყვის საკითხს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივად, საგნობრივ განხილვაში მონაწილეობდნენ. ამ მიმართულებით ჩვენს განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ დესტრუქციაში. ზუსტად ამ პროცესებს ვხედავთ, მუდმივად ცდილობენ დაამძიმონ საზოგადოება. თუნდაც, დღევანდელ აქციაზე ითქვა, რომ სტუდენტების აქციაა. მე პირადად ვფიქრობ, რომ აქ უფრო ვხედავთ მათი პარტიული აქტივის ძირითად ნაწილს. არის სტუდენტებიც გარკვეული ნაწილიც. საქართველოში გაჩნდა თაობა, რომელთაც არ უნახავთ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი. დღეს 20 წელი შესრულდა ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან და რამდენი ასეთი მკვლელობა ვნახეთ ჩვენ ნაცმოძრაობის პერიოდში, რამდენი ბიზნესის რეკეტი, რამდენი ძალადობა და მათ შორის დამარცხებული და შეშინებული მთავარსარდალი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ომში გაიმარჯვა. ამ ახალგაზრდებს პირადად ეს არ უნახავთ. ამისთვის არსებობს ისტორია რომელიც შედეგებით ფასდება და შედეგების თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს ხელშესახები შედეგები – უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ასოცირების შეთანხმება. ის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპული გზის გარანტები არიან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უგზავნიან დოკუმენტს, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს. პირდაპირ მიანიშნებენ იმაზე, რომ შეიძლება დავდგეთ უვიზო მოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე მათი წარმოდგენით. ეს არის პირდაპირი ღალატი. მე მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, ვინც მათ მხარს უჭერენ, რომ ასეთ ადამიანებს უცხადებენ ნდობას“, – განაცხადა გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ