ტრამპის გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო ამერიკელებს იტალია სახლებს ერთ ევროდ სთავაზობს. კერძოდ საუბარია, იტალიაში, სარდინიაში მდებარე სოფელი ოლოლაიზე, რომლის მერმა 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელებს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე უპრეცედენტო ფასდაკლება შესთავაზა: სახლი სულ რაღაც 1 ევროდ.
„დაიღალე გლობალური პოლიტიკით? ეძებთ უფრო ჰარმონიულ ცხოვრების წესს, მაგრამ მზად ხართ ახალი ჰორიზონტების გასახსნელად? დროა ავაშენოთ ახალი ცხოვრება სარდინიის სამოთხეში“ – წერია “საიტზე”.
„ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვისი მოშორებაც ბევრ ამერიკელს სურს. დატოვეთ ქვეყანა,” – ამბობს მერი.
Ollolai-ში საცხოვრებლად ამერიკელებისთვის სამი ტიპის საცხოვრებელია შეთავაზებული: 1 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი, რომელიც საჭიროებს რემონტს; საცხოვრებლად მზა სახლები 100 ათას ევრომდე ღირს და ბოლოს, არის უფასო სახლები ციფრული მომთაბარეებისთვის.
შეგახსენებთ, სარდინის რეგიონის მრავალი სოფლის მსგავსად, ოლოლაიც დიდი ხანია იბრძვის მოიზიდოს ახალი მაცხოვრებლები, რადგან ადგილობრივები ათწლეულების განმავლობაში ტოვებდნენ სოფელს. გასულ საუკუნეში მოსახლეობა 2250-დან 1300 მოსახლემდე შემცირდა. უმუშევრობის გამო ბევრმა დატოვა სოფელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.