აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ, სადაც კარვების გაშლას და 22:00 საათამდე დარჩენას აანონსებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ.
სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, ისინი გმირთა მოედნის ესტაკადის ქვეშ ორ ლოკაციაზე კარვებს გაშლიან და 22:00 საათამდე დარჩებიან.
ასევე, მისივე თქმით, საზოგადოებას მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას დღესვე გააცნობენ.