გმირთა მოედანი გადაიკეტა – ოპოზიციის ლიდერების თქმით, დამატებით გეგმებს დააანონსებენ

შაბათს, 23 ნოემბერს, დღის 16:00 საათის შემდეგ ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
ოპოზიციის წევრებმა კარვების აღმართვა დაიწყეს.
ორგანიზატორები არიან პარტიები – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
აქცია 15:00 საათზე დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
დაახლოებით ერთ საათში, ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შემდეგ, აქციამ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა.
, და ელენე ხოშტარია აცხადებენ, რომ გმირთა მოედანი გადაიკეტება საღამოს 10 საათამდე.
ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.
მათივე თქმით, დღის განმავლობაში მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.
ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ამავე პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ – ორგანიზებით გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. დააკავეს 16 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია