ნიკა გვარამია – ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია – იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე პარლამენტში არ იქნება

ეს არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
თავად აქციასთან დაკავშირებით, გვარამიამ აღნიშნა, რომ ისინი სოლიდარობის აქციას მართავენ, თუმცა სტუდენტების საქმეში ჩარევა არ სურთ.
„ჩვენ სოლიდარობის აქცია დავნიშნეთ, სტუდენტებს თავისი აქცია აქვთ, ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ სტუდენტურ საქმეებში, თუმცა სრულიად ვეთანხმებით მათ მოთხოვნას – სამარცხვინო რექტორი, რომელიც იმას კადრულობს, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ უკადრია არც ერთ ლექტორს სტუდენტებისთვის და არც საკუთარი თავისთვის, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი ამოცანა. მთავარი ამოცანაა, რომ წავიდეს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ჯაბა სამუშიები არიან ულევი ოდენობით ამ ქვეყანაში. ერთი ჯაბა სამუშია წავა და მეორე მოვა. „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება სიების ჩახსნას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი კოალიცია ამას იმდენჯერ გააკეთებს რამდენჯერაც საჭირო გახდება.
„რამდენჯერაც საჭირო იქნება ოფიციალური განცხადებით მიმართვა ს მიმართ, იმდენჯერ დავწერთ ამ განცხადებას, ინდივიდუალურსაც და განსხვავებულსაც.
ეს არჩევნები არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. მე იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება. ახალი არჩევნები იქნება ამ ქვეყანაში – გამორიცხულია იყოს სხვანაირად იმიტომ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება არ შეიძლება მართავდეს ხელისუფლებას”, – განაცხადა გვარამიამ.