აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე ფედერალური ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის შვილმა ინდივიდუალურად მიიღო 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ განზრახ არ გადაიხადა 2016, 2017, 2018 და 2019 წლების გადასახადები დროულად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ფულ ამ გადასახადების გადასახდელად.
პროკურორების მტკიცებით, მან ფული დახარჯა ნარკოტიკებზე, ძვირად ღირებულ სასტუმროებზე, მანქანებსა და ტანსაცმელსა, ყველაფერზე, გადასახადების გარდა.
საგადასახადო საქმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰანტერ ბაიდენს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.