ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – კონგრესმენი ადერჰოლტი

ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – კონგრესმენი ადერჰოლტი
ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ ადერჰოლტიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლას განაგრძობს.
„მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული.
ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში.”- განაცხადა რობერტ ადერჰოლტიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო