ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 63-ს აღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ჰაიდარი იყო, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…