სოფო ჯაფარიძე – დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის, ბიძინა ივანიშვილის ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი, ყველაზე დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის

დღეს, ჩვენ, ვიმყოფებით ადამიანთან, რომელიც არის ამ დღის მთავარი შემოქმედი. დღეს, როდესაც არის ს, პუტინის, ს ხელით უკანონო ტყვეობაში, ეს არის ეროვნული სირცხვილი, ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მ „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავის აღსანიშნავად მიხეილ სააკაშვილთან პარტიის ლიდერები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.
სოფო ჯაფარიძის თქმით, მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის პირადი ტყვე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 12 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ დაენგრია ის ყველაფერი, რაც მოიტანა „მ“.
შესაბამისად, ჯაფარიძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა კვლავ დააბრუნონ ევროპულ გზაზე, დააბრუნონ იმ აღმშენებლობის ის ტემპი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა, ამით კი ქვეყანაში რუსული რეჟიმი დაასრულონ.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დღეს, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. „ვარდების რევოლუციიდან“ გავიდა ზუსტად 21 წელი, დღიდან, რომლის შემდგომაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაშკაშა ვარსკვლავი ქვეყანა, დღიდან, რომის შემდგომაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის იქცა, როგორც ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, რომლის შემდგომაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო იყო ყველაზე წარმატებული მებრძოლი კორუფციასთან, დღიდან, რომლის შემდგომაც გაჩნდა პერსპექტივა იმედი, ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები, ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს, არ წყდებოდა მათი ნაკადი, ადამიანების, რომლებიც საქართველო ბრუნდებოდნენ და რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩართო ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს