კომპანიები, რომლებშიც ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო – რეიტინგი

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია.
მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. მათ შორის მოხვდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აზარტული თამაშების, საინჟინრო, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიები. საგულისხმოა გარემოება, რომ ინვეესტორი კომპანიების ჩამონათვალში შევიდა “ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალიც”, თუმცა ეს კომპანია სინამდვილეში არა ინვესტორს, არამედ სახელმწიფოს მსხვილ კონტრაქტორს წარმოადგენს და ის რიკოთის მაგისტრალს აშენებს.