საქართველოს სავალუტო რეზერვები $3 მილიონით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები წინა თვესთან შედარებით $3 მილიონი დოლარით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი სავალუტო რეზერვები 485 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვები 5.12 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ის (29.9 მილიარდი დოლარის) 17%-ია.
წინა თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვით იყო დაკავებული, ამ მხრივ გამორჩეული ოქტომბერი იყო, როდესაც რეზერვები $154 მილიონი დოლარით შემცირდა.
წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.