“გავლენებისგან თავისუფალი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე” – ნიკა მელიას გუნდი ახალი პარტიის შექმნას აანონსებს

“გავლენებისგან თავისუფალი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე” – ასეთად ესახება “ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და ს მხარდამჭერს, გიორგი იმედაშვილს ახალი პარტია, რომლის შექმნაც ნიკა მელიამ “ნაცმოძრაობის” დატოვების შემდეგ დააანონსა. მისივე შეფასებით, “ნაცმოძრაობას” კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს და ეს ყველაფერი ახლანდელი მენეჯმენტისთვის გამოფხიზლების სტიმული უნდა იყოს.
“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს ამ პარტიას და ვფიქრობ, ეს რაღაც სიგნალი უნდა იყოს ამ მენეჯმენტისთვის, რომ იქნებ რაღაც მომენტში გამოფხიზლდნენ. პარტიის ამ მენეჯმენტმა ყველანაირად სცადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობაში მხოლოდ ისეთი ადამიანები დაეტოვებინა, რომლებიც ამ არაფორმალურ მმართველობას უშუალოდ უწყობენ ხელს და გაერიყა ყველა ის ადამიანი ამ პროცესიდან, რომელიც წინააღმდეგი იყო არაფორმალური მმართველობის. ვფიქრობ, რომ ამის იქით ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი წასვლაა. გავლენებისგან თავისუფალი სივრცე არ არსებობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სივრცე შეიქმნას. ასეთი პარტია აუცილებლად გაჩნდება და ის იქნება ძლიერი მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში,” – აცხადებს გიორგი იმედაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.