“ეშინია რუსეთის, იცის კარგად როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, , მთავარ არხთან, ამბობს:
მე ერთი რამე არ მჯერა. შეიძლება რაღაც ნაწილს, ერთ კაცს, ისიც არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, რომ შეიძლება იმას შეიძლება უნდოდეს ან ეუბნებოდნენ რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ეშინია ს და იცის კარგად ის რუსეთი როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება ადამიანები. მაგრამ მე იმისი არ მჯერა, რომ ის ხალხი, რომელიც არიან მხარდამჭერი “ოცნების” დღეს, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და აღარ შევალ ამ მიზეზებში, არ მჯერა, რომ იმათაც უნდოდეთ რუსეთი. რატომ არ მჯერა. იმიტომ რომ მთელი კამპანია “ოცნების”, ბოლოს, როცა დაიწყეს ლანძღვა, აქაური ელჩების, მერე იქაური ხელმძღვანელების და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან სწრაფად, საარჩევნო პერიოდში, გადმოვიდნენ რაზე, რომ ჩვენც შევიყვანთ, რატომ დაამატეს ევროკავშირის დროშა თავიანთ პლაკატებზე, რატომ დაიწყეს იმაზე საუბარი რომ ჩვენც შევიყვანთ ევროკავშირში, ჩვენც დავალაგებთ, ტრამპი ჩვენი მეგობარი არის და მასთან დავალაგებთ და ა.შ. ეს იმიტომ, რომ თავიანთივე მხარდამჭერები და მათი შვილები, ყველას უნდა ევროკავშირი და ამ 80%-ის წინააღმდეგ წასვლა არის ძალიან დიდი რისკი ოცნებისთვის, რომელსაც არც ლეგიტიმურობა და არც მხარდაჭერა, არც იმათგან ექნება – სად არის რუსეთის მხარდაჭერა, რუსეთის წნეხი სად არის, ვხედავთ.