პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი გაბუნიას კითხვებს უპასუხა.
გიორგი გაბუნია:
-გახარიამ თქვა პრაქტიკულად, შეიძლება არ შევიდე პარლამენტში, მაგრამ მანდატების ჩახსნას არ ვაპირებ, პოლიტიკური ლავირების სივრცე უნდა დავიტოვოო. ეს შეასუსტებს თუ არა დასავლეთის არაღიარების პოზიციას, როცა აღმოჩნდება, რომ ოპოზიციაცაა პარლამენტში, შეიძლება ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ფორმალურად არის.
სალომე ზურაბიშვილი:
-არ ვიცი რას შეცვლის ეს დასავლეთისთვის, მე დასავლეთის მაგიერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ არის ფორმალური ყოფნა, სანამ არ შევა არვ ერთი ოპოზიციური პარტია, ოცნება რჩება მარტო. ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშაა. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს. დღეს პაპუაშვილმა თქვა, ისეთ პრეზიდენტს ავირჩევთ, არ გაგვიცრუებს იმედსო. ანუ მოთხოვნა პრეზიდენტზე ისაა, რომ იყოს სრულად დამოკიდებული, როგორცაა სუსი, ანტიკორუფციული, სასამართლო, ცესკო. ამას ქვია რუსეთი.