ლისაბონის აეროპორტმა, ტურისტების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ღამის ფრენები გააუქმა

ლისაბონის უმბერტო დელგადოს აეროპორტმა ღამის ფრენები გააუქმა: დილის 1:00-დან 5:00 საათამდე იქ თვითმფრინავები არც აფრინდებიან და არც დაეშვებიან. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის, ქალაქის საკრებულოსა და გარემოსდაცვითი აქტივისტების მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ მიიღო. ღამის ფრენები ლისაბონში მუდმივი პრობლემაა, რაც ქალაქის მცხოვრებთა ძილს არღვევს.
ამ ზაფხულს, პორტუგალიურმა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია Zero-მ პირველად მოითხოვა ღამის ფრენების აკრძალვა, თვითმფრინავების ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების მოტივით.
იმ დროისთვის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავდა ღამით ფრენების რაოდენობას ლისაბონის აეროპორტში, მაგრამ Zero-ს ცნობით, აეროპორტი არღვევდა შეზღუდვებს.
ეს აკრძალვა მიღებულ იქნა პორტუგალიაში ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადის ფონზე. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე ქვეყანას დაახლოებით 13 მილიონი ტურისტი ეწვია, მაშინ როცა ქვეყანაში მხოლოდ 10,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.