„ფორმულა 1“-ის პატივსაცემად ცქრიალა ღვინის ხელით მოხატული ბოთლი გამოუშვეს

იტალიურმა ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა და „ფორმულა 1“ – ის რბოლის სპონსორმა Ferrari Trento-მ გამოავლინა ბოთლის დიზაინი, რომელსაც წარადგენს ლას-ვეგასის გრან პრიზე. ამის შესახებ The Drinks Business წერს.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბოთლები ხელით მოხატეს. ბოთლის დიზაინი განკუთვნილია ლას-ვეგასის კაშკაშა განათების წარმოსაჩენად. აღნიშნულია, რომ დიზაინი დიდწილად შთაგონებულია ამერიკული ქუჩის ხელოვნებით.
სულ ხუთი ასეთი ბოთლი შეიქმნა: თითო–თითო სამი გამარჯვებულისთვის, ერთი დიზაინერისთვის. კიდევ ერთ ბოთლს ხელს მოაწერს ფორმულა 1-ის სამი საუკეთესო პილოტი და გამოიტანს აუქციონზე. ბოთლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ლუ რუვოს ტვინის ჯანმრთელობის ცენტრს (Cleveland Clinic Lou Ruvo Center for Brain Health) მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…