მამუკა მდინარაძე – შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუნდის შიგნით უკვე ბევრი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს.
„შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია გუნდის შიგნით. ჩვენ შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს კანდიდატზეც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ