“მდუმარე პროფესორი მხოლოდ სასაფლაოზე ვიცი მე” – გიორგი ჩუბინიძე

დოქტორის ხარისხს უდიდესწილად კრიტიკულ აზროვნებაში იღებთ, როცა ფაქტების მიმართ ქება-დიდებას კი არა, კრიტიკულ გააზრებას, მასში პროგრესულ იდეას, ნოვაციას აღმოაჩენთ და ასე წერთ/ამბობთ სათქმელს. მერე ამის საფუძველზე იღებთ პროფესორის თანამდებობას – ჩემს თვალში, წარმოსახვაში, სწორედ პროფესორი უნდა იყოს კრიტიკოსი, დაუმორჩილებელი და უდრეკი. იაზრებდეს, აანალიზებდეს, აკრიტიკებდეს ფაქტებს.
მდუმარე პროფესორი მხოლოდ სასაფლაოზე ვიცი მე და მეცნიერებათა აკადემიაში კიდევ (ეს უკანასკნელი ისედაც სასაფლაოს ქვედაწესებულებაა). დანარჩენებს, ცოცხლებს, ნამდვილებს, მოქმედებს, რა გჭირთ, სად ხართ? რატომ არ ისმის თქვენი ხმა, თქვენი პიზიცია, თქვენი კრიტიკა? არ მინდა ემსგავსოთ ხალხს, ვინც უნივერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილი გააგდო, ექვთიმე თაყაიშვილი ღირსეულად არ დაკრძალა, იმ რეჟიმს ქება-დიდება უძღვნა. არ მინდა გიორგი ხაჭაპურიძეებად, იპოლიტე ვართაგავებად იქცეთ, ის დღეს არ ახსოვს ისტორიას, თქვენც არ დაამახსოვრდებით მდუმარენი და მორჩილები.
გაგვაგონეთ ხმა, პრაქტიკაში დაგვანახეთ ის, რაც აუდიტორიებში გვასწავლეთ მე და მილიონ ჩემნაირს!