„მეტროპოლი“ უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის – ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „CITYSCAPE GLOBAL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში, სადაცსაერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იკრიბებიან. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წელს ამ ღონისძიებას ჩვენც დავსწრებოდით და„მეტროპოლის“ პროექტები ამჯერად საუდის არაბეთში ჩაგვეტანა.
საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან დაინტერესებულ პირებს საქართველოში უძრავიქონების ბაზრის პოტენციალი გავაცანით და თანამედროვე ტენდენციებისა დამიდგომების შესახებ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომელსაც „მეტროპოლის“ საქმიანობაეფუძნება. The future of living – ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა დაჩვენც, როგორც კომპანიამ, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, ღონისძიებაზე ღირსეული ადგილი დავიკავეთ.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით, მიმდინარე წლის შემოდგომასაკმაოდ დატვირთული იყო „მეტროპოლისათვის“. ორი კვირის წინ ვსტუმრობდითერევანს, ამჯერად კი ჩვენი მასპინძელი ს დედაქალაქი იყო. ორივეშემთხვევაში, როგორც ჩვენი კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული დეველოპერულისექტორი და საქართველოს საინვესტიციო სივრცე ძალიან საინტერესო აღმოჩნდადამსწრე საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ მსგავსიგავლენიანი პლატფორმები „მეტროპოლის“ პროექტების, ასევე ქვეყნისპოპულარიზაციისა და B2B კავშირებისათვის“.
ინოვაციური დიზაინის, ეკოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და ურბანული განვითარების საკუთარი მიდგომები გააცნო ბიზნესპარტნიორებს, აგენტებსა და ექსპოზიციის დამთვალიერებელს „მეტროპოლმა“.
კომპანია სტუმრებს საქართველოში უძრავი ქონების განვითარების პოტენციალზე ესაუბრა. აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე ორიენტირებულ რეგიონებში დეველოპერული ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და ინვესტიციების სიმარტივეზე.
საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი პროექტით წარდგა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო დაპანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.
კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.
კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ს „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლკუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაში „საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში“. „მეტროპოლ კუბისთვის“ კი კომპანიამ International Property Awards-ისჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.
ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“ – მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.