SEC-ის თავმჯდომარე გარი გენსლერი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელი გარი გენსლერი თანამდებობას 2025 წლის 20 იანვარს – ს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. მისი სამსახურის ვადა ამ პოსტზე მხოლოდ 2026 წელს მთავრდება, თუმცა, ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად -ის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, აღნიშნავს MarketWatch.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველ დღეს გენსლერს, რომელსაც კრიპტოვალუტის ბაზრის სკეპტიკოსის რეპუტაცია აქვს, მოხსნის SEC-ის ხელმძღვანელის პოსტიდან.
გენსლერიSEC-ს სათავეში ჩაუდგა 2021 წლის აპრილში, თანამდებობაზე ის ბაიდენმა წარადგინა.
ბაზრის ბევრმა მონაწილემ მიიჩნია გენსლერის პოზიცია კრიპტოვალუტების მიმართ მტრულად, რადგან SEC-მა მისი ხელმძღვანელობით სარჩელი შეიტანა სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ და ასევე დაჟინებით მოითხოვდა, რომ კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირებულიყო როგორც ფასიანი ქაღალდები.
„ბოლო სრული ფისკალური წლის განმავლობაში, SEC-ის მითითებების, საჩივრებისა და რეკომენდაციების 18% ეხებოდა კრიპტოვალუტის ბაზარს, თუმცა ის წარმოადგენს აშშ-ს კაპიტალის ბაზრის 1%-ზე ნაკლებს“, – აცხადებდა SEC-ი.
მოლოდინმა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეგობრულ პოზიციას დაიკავებს კრიპტოვალუტების მიმართ, ბიტკოინის ფასის ახალ რეკორდებამდე გაზრდა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებამ ახლავე უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე გარიგების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან ან კორუფციულ მოტივაციასთან – ბადრი ჯაფარიძე Eagle Hills-ზე