გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი

ოპოზიცია თვლის, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან, პარლამენტში შემოსულად არ ითვლებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან, შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ხომ ვამბობ, გიორგი გახარია შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო. მისი სტილია განცხადებების – რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ა.შ. გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი, რა უნდა ვთქვათ ამის შემდეგ?! 25 ნოემბერი დადგება და ვნახავთ მანდატებზე უარს იტყვიან თუ არა. ის სპორტული აფერისტობა, რაც უნდათ მათ, რომ ახლა შემოგვთავაზონ შესვლა-არ შესვლის თამაში. თითქოს პარლამენტში შემოსვლა პარლამენტის შენობაში ფეხის შემოდგმას ნიშნავს. ისინი თვლიან, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან შემოსული არ იქნებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს. ხომ თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო, აი, როგორ იტყვიან უარს გამოჩნდება 25 ნოემბერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას