შეშფოთებული ვართ საქართველოში საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით – ODIHIR

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებით, ისინი აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან თბილისში, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციის ძალის გადამეტებაზე ცნობებით.
“ODIHIR შეშფოთებულია საქართველოში საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებას და დიალოგში ძალადობის გარეშე ჩაერთონ.
მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დემონსტრანტებს 17 ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან