მეტ გეცმა, რომელიც -ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა

მეტ გეცმა, რომელიც -ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მეტ გეტცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე“ დასაკარგი დრო არ არის.
“მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მომენტი იყო, ნათელია, რომ ჩემი კანდიდატურას უსამართლოდ გადაჰქონდა ყურადღება ტრამპი/ვენსის ტრანზიციის [ჯგუფის] კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოსგან. ვაშინგტონის უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ გენერალური პროკურორის კანდიდატურიდან ჩემს სახელს ვხსნი. ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი ადგილზე და მზად უნდა იყოს პირველივე დღეს”, – წერს გეტცი.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ გეტცის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენას სკანდალი მოყვა, ვინაიდან, აშშ-ის წარმოამდგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი გეტცთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ანგარიშის გამოქვეყნებაზე ბჭობდა. ცნობების თანახმად, ანგარიშში აღწერილია გეტცის მიერ “სექსუალური ხასიათის დარღვევები და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ გამოყენება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი