აქტივისტების პროტესტი ქუთაისში – “გეგმა ხარ შენ”

“გეგმა ხარ შენ” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 26 ოქტომბრის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოტალურად გაყალბდა, რის გამოც თბილისის მსგავსად, პროტესტის კერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც უნდა იყოს.

“აუცილებელია, გავაპროტესტოთ ის, როგორც 26 ოქტომბრის ჩატარდა, ამიტომ, საქართველოს დიდ ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს უკვე რამდენიმე დღეა, ვაპროტესტებთ”, – ამბობენ ისინი.

მათივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში თბილისში დაგეგმილ აქციასაც შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო