იტალიის კუნძულ სარდინიაზე მდებარე სოფელმა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის გამარჯვებით „შეწუხებულ“ აშშ-ის მოსახლეობას მიტოვებული სახლები 1 დოლარად შესთავაზოს.
ულამაზესი უბანი ოლოლაი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს უცხოელები, რომ გადავიდნენ საცხოვრებლად იქ და აღადგინონ სოფელი.
5 ნოემბერს გაიხსნა ვებგვერდი, რომელიც ამერიკელ ემიგრანტებს სთავაზობს იაფ სახლებს იმ იმედით, რომ არჩევნების შედეგით განაწყენებულები ოლოლაიზე გადასახლდებიან.
„შეშფოთებული ხართ გლობალური პოლიტიკით? ეძებთ დაბალანსებული ცხოვრების წესს ახალი შესაძლებლობების პარალელურად? დროა თქვენი “ევროპული გაქცევა“ სარდინიის სამოთხეში,” – წერს საიტი.
როგორც ქალაქის მერმა ფრანჩესკო კოლუმბუმ CNN-ს განუცხადა, ვებგვერდი სპეციალურად შეიქმნა ამერიკელი მოქალაქეების მოსაზიდად.
“უპირველეს ყოვლისა , ყურადღებას ვამახვილებთ ამერიკელებზე. რა თქმა უნდა, ვერ ავკრძალავთ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, თუმცა ამერიკელები შეძლებენ სწრაფი პროცედურით სარგებლობით,“ – განაცხადა ფრანჩესკო კოლუმბუმ.
კოლუმბუ ამბობს, რომ სოფელს ახლა სამი შეთავაზება აქვს: უფასო დროებითი სახლები გარკვეული ციფრული მეწარმეებითვის, ერთ ევროიანი სახლები, რომლებიც საჭიროებენ რემონტს და საცხოვრებლად ვარგისი სახლები 100,000 ევროს ფარგლებში.
სპეციალური გუნდი დაინტერესებულ მყიდველებს შესყიდვის ყველა ეტაპზე უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ოლოლაის მოსახლეობა 2250-დან 1300-მდე შემცირდა. მძიმე ეკონომიკურ პერიოდში სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა.
ბიზნესპრესნიუსი