პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა.
კალანდარიშვილი პროკურატურის შენობაში, დაახლოებით, ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კალანდარიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია და ტერიტორია, სავარაუდოდ, ავტომობილით დატოვა.
ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მივიდა, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.
გარდა ამისა, კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების დღიდან დღემდე „არცერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება