“ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილისთვის” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტის იმ ვერსიას, სადაც ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქირებას ითხოვენ, ეხმაურებ და ამბობს:
“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია. ამ რეზოლუციით უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ცხადია, ეს პროცესი მოითხოვს, მათ შორის, რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირებას, რომლებმაც ქართველ ხალხს წაართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება და კონსტიტუცია. რეზოლუციას ევროპარლამენტი განიხილავს მომავალ კვირას და მიიღებს. ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, რომ ევროპა არ აპირებს ამ ს ლეგიტიმაციას”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ