“ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილისთვის” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტის იმ ვერსიას, სადაც ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქირებას ითხოვენ, ეხმაურებ და ამბობს:
“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია. ამ რეზოლუციით უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ცხადია, ეს პროცესი მოითხოვს, მათ შორის, რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირებას, რომლებმაც ქართველ ხალხს წაართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება და კონსტიტუცია. რეზოლუციას ევროპარლამენტი განიხილავს მომავალ კვირას და მიიღებს. ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, რომ ევროპა არ აპირებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია