„ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“ – სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრის ძირითად მიზანს ხმარებიდან ამოღებული საბურავების დამუშავების საინვესტიციო შესაძლებლობების და ცირკულარულ ეკონომიკაში გენდერული და სოციალური ჩართულობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განვითარების საკითხზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია COWI-ისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…